ირაკლი კობახიძე – ამომრჩეველთა აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, 10 საათის მდგომარეობით, 31%-ით მაღალია

პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩევლის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, 31 პროცენტით მაღალია.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებაში. მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ. 31 პროცენტით მაღალია მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით 10 საათის მდგომარეობით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გვინდა ამომრჩეველს აქტიურობისაკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ მოვუწოდოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 – შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 – ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები