ნიკა მელია: თუ შალვა შავგულიძემ ვერ გაიმარჯვა არჩევნებში, ეს იქნება ,,გედის სიმღერა” “ქართული ოცნებისათვის”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, თუ შალვა შავგულიძემ მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, ეს ქართული ოცნებისათვის” “გედის სიმღერა” იქნება.
როგორც მელიამ ხმის მიცემამდე განაცხადა, პარლამენტში შავგულიძე პროდუქტიული წევრი იქნება.
“როგორც არ უნდა დამთავრდეს მთაწმინდაზე შუალედური არჩევნები, თუ გაიმარჯვებს შალვა შავგულიძე, ხომ ძალიან კარგი, მისასალმებელია და ვფიქრობ, იქნება პროდუქტიული პარლამენტის წევრი, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვებს, ეს იქნება უბრალოდ, გედის სიმღერა “ქართული ოცნებისათვის”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები