ლადო კახაძე: დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო და გვერდში მედგა

“დიდი მადლობა მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, ჩემს მხარდამჭერებსა და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას – ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა დაუნახავს მის რიგებში, როგორც ღირსეული ქვეყანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, ლადო კახაძემ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„დიდი მადლობა მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, ჩემს მხარდამჭერებსა და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას – ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა დაუნახავს მის რიგებში, როგორც ღირსეული ქვეყანა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო პერიოდში ჩემს მხარეს ან ჩემი ოპოზიციის მხარეს იდგა. ისინი კეთილშობილად, პატიოსნად იქცეოდნენ და მათი იმედები უნდა გამართლდეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო, ვინც თავიდან ბოლომდე გვერდით მედგა და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას ქვეყნის წინაშე. მადლობა ჩემს ოჯახსა და ასევე, გუნდს, ვისაც მე წარმოვადგენ – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ყველას, ვისაც დღევანდელი დღის სწორი შედეგი გაუხარდება.
თბილისის ეს უმშვენიერესი ნაწილი აუცილებლად განახლდება. განახლება იმ გაგებით, რომ დაიწყება შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის პროცესი, განხორციელდება ახალი თვალსაჩინო პროექტები და შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: N13 შალვა შავგულიძე და N41 ვლადიმერ კახაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები