გენადი არველაძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროექტის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას
7 ივნისს, 10:30 სთ-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროექტის „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა“ ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზენტაცია გაიმართება სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ (მის: თბილისი, თავისუფლების მოედანი # 4)
პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები ინვესტიციების მოზიდვით, სამუშაო ადგილების შექმნით და ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვში მათი ჩართვით. პროგრამა გამოიყენებს სხვადასხვა მექანიზმებს შერჩეულ ეკონომიკურ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მათ შორის გამოიყოფა გრანტები და კერძო სექტორის ჩართულობის გასაზრდელად მოხდება მიზნობრივი საპარტნიორო პროგრამის ამოქმედება.