სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო (ფოტოკოლაჟი)

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ ფერეიდნელი ქართველები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს.
“ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.
​აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა XVII-XVIII საუკუნეებში ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა ხსენების დღეს შედგა.
“შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები