კომუნიზმის დამხობის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია ჩეხეთში – დემონსტრანტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ

ჩეხეთის დედაქალაქში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. აქციების ორგანიზატორთა ინფორმაციით, დემონსტრაციებში 120 ათასი ადამიანი მონაწილეობს. 1989 წლის “ხავერდოვანი რევოლუციით” კომუნისტური წყობის დამხობის შემდეგ, ეს ჩეხეთში ყველაზე ხალხმრავალი აქციებია.
დემონსტრანტები ბაბიშს საკუთარი ჰოლდინგის სასარგებლოდ 2007 წელს ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებაში ადანაშაულებენ.
თავის მხრივ, პრემიერმინისტრი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ბაბიშის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები