თბილისში მე-9 კლასელი გოგონა მეშვიდე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა
თბილისში, საბურთალოზე მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. დაღუპული 123-საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
ინფორმაცია “კვირას” სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ არჩვაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, გოგონა გუშინ სკოლაში არ იმყოფებოდა.
“ყველა შოკირებულები ვართ მომხდარით… რაიმე დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ”, – განაცხადა თინათინ არჩვაძემ.
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.