ნათია თურნავა – „ეიპიემ ტერმინალს” აქვს უფლება, სამინისტროს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს

“ფოთის პორტიც უმნიშვნელოვანესი ობიექტია ჩვენთვის და ძალიან ვაფასებთ მის წვლილს. რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, სამართლებლივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, მათთან ურთიერთობა უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში. ყველა დარღვევა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა აღმოიფხვრას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
​მისივე თქმით, ხელისუფლება ადასტურებს სტრატეგიულ მიმართებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რაც მისივე განმარტებით, ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტი და დამოუკიდებლობის გარანტია.
„ეიპიემ ტერმინალი” არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამული ინვესტორი. ის მნიშვნელოვან კოტრიბუციას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკის განვითარებაში. ფოთის პორტიც უმნიშვნელოვანესი ობიექტია ჩვენთვის და ძალიან ვაფასებთ მის წვლილს. რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, სამართლებლივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, მათთან ურთიერთობა უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში. ყველა დარღვევა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა აღმოიფხვრას, სხვაგვარად ეს არ ეკადრება არც ამ გლობალურ ინვესტორს და არც ეკონომიკის სამინისტროს. ამასთან, ნებისმიერ ასეთ განცხადებას განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. კვალავაც ვადასტურებთ სტრატეგიულ მიმართებას ანაკლიის პორტთან, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამ კონტექსტში განვიხილავთ, ზოგადად, ქვეყანაში საპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის განვითარებას”, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსნებთ, „ეიპიემ ტერმინალმა” გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას აანალიზებს და განიხილავს შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომლებსაც შესაძლოა, მიმართოს.
​ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები