ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის თანამდებობასაც ტოვებს

ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს.
შესაბამისი კომენტარი მან “პირველ არხთან” საუბარში გააკეთა.
„ორშაბათს დავწერ განცხადებას, მაგრამ შესაძლოა, ორშაბათამდე ვერ მივაღწიო და გავასწრო სალომე ბარკერის დას“, – განაცხადა ნანა კოსტავამ.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
ნანა კოსტავას “პოსტს” საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები