რუსეთის სახელმწიფო უწყებებს უცხოური ღვინის შეძენა აეკრძალათ
რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო და მუნიციპალური საჭიროებების გამო, იმპორტული ღვინის შეძენა აუკრძალა.
შესაბამისი ბრძანება მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა შიდა მევენახეობისა და ღვინის წარმოების განვითარებისთვის. სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ უცხოური ღვინის, შუშხუნა ღვინის, ლიქიორისა და ხილის ღვინის შეძენა.
აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებს და არ ვრცელდება იმ იმპორტულ ღვინოებზე, რომლებიც მაღაზიებში იყიდება.