პარლამენტის კინოდარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება

დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება.
სააპენსიო სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები