კახა კალაძე: დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენმა თაობამ, ჩვენი მშობლების თაობამ 28 წლის წინ აიღო

0

“ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სიამაყის და ერთიანობის განცდით”, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე, დამოუკიდებლობა არ არსებობს.

“101 წლის წინ, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე დავკარგეთ და მხოლოდ 70 წლის შემდეგ შევძელით მისი დაბრუნება, ეროვნული მოძრაობის გმირებისა და ქართველი ხალხის ერთიანი ძალისხმევის, ბრძოლისა და მსხვერპლის შედეგად. დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენმა თაობამ, ჩვენი მშობლების თაობამ 28 წლის წინ აიღო. სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე, არ არსებობს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა სწორედ თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის ნაზავია.

ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წინ გვიდევს დიდი გზა, რომელიც გადის დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეკონომიურ განვითარებაზე, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ გზით უნდა გავხდეთ და გავხდებით კიდეც ევროპის ნაწილი”, -განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი