ბათუმში მსვლელობის დროს, რუსული დროშების გამოჩენის გამო, აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

“ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების გამოჩენის გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება აჭარის განათლების სამინისტროს, ამიტომ მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე წელია, დამოუკიდებლობის დღე ბათუმში ტრადიციულად, საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობით იწყება. წელს პირველად გამოჩნდა ფესტივალში ბავშვთა ანსამბლი ქალაქ როსტოვიდან. ანსამბლის ხელმძღვანელის თქმით, ის მოწვევით ჩამოვიდა. ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები