“დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე მისალოცი წერილი გამოაგზავნა.

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გისურვებთ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი თარიღის ბედნიერად აღნიშვნას”, – ნათქვამია ჯონათან ჯანოგლის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები