ნათია თურნავა 26 მაისისადმი დაგეგმილ ღონისძიებებს თბილისსა და მარნეულში დაესწრება
26 მაისს, 10:30 სთ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში, რუსთაველის გამზირზე „გააზიარე ცოდნას” – ს კონცეფციის ფარგლებში, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. პირველად მინისტრი „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ბენეფიციართა დახლების დაათვალიერებს და მეწარმეებს გაესაუბრება.
ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ფოსტის პავილიონებს დაათვალიერებს.
16:00 სთ-ზე ნათია თურნავა მარნეულში ჩავა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან აღნიშნავს.