ირაკლი ზარქუა: ჩვენი ოპონენტები იმდენად გაწბილებულები არიან, რომ ბიუჯეტის მატებასაც კი უარყოფითად აფასებენ

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ აგონიაში მყოფი პარტია უწოდა. მისი განცხადებით, ისინი იმდენად გაწბილებულნი არიან, რომ ბიუჯეტის მატებითაც კი უკმაყოფილებას გამოხატავენ და ასე ცდილობენ, საზოგადოებას თავი დაამახსოვრონ.
„ვუხსნით, რომ ბიუჯეტის მატება გვაქვს 12 მილიონი ლარით და ვერ გაიგეს, უფრო სწორად – არ გაიგეს. მოსახლეობამ რომ იცოდეს, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ სამოცდათხუტმეტი მილიონი ხდება და იზრდება საკრედიტო ხაზის საფუძველზე. ამით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ახალი ტენდერები გამოვაცხადოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის – ვაგონ-შემკეთებელი მიმართულებით, მეწყერსაშიში გამაგრებითი სამუშაოებსა და სხვა პროექტებზე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება ბაღების თემას – საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა ბაღების კვებით მომმარაგებელი კომპანია არაერთხელ დააჯარიმა პრობლემების გამო.
„როდესაც ამ კომპანიამ ვეღარ შეძლო ბაგა-ბაღების მომსახურება, ჩვენ მას ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. რაც შეეხება მომავალ ტენდერს – ამის შესახებ უახლოეს მომავალში ყველას ექნება ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას არანაირი საფრთხე   ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები