ქრთამი კონდუქტორის თანამდებობის სანაცვლოდ – სუს-მა თბილისში სატრანსპორტო კომპანიის ინსპექტორი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი – გიორგი გ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს)“, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები