გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონი ჩვენი ქალაქია და მისი გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის ვალია (ვიდეო)
ზესტაფონის ახლადარჩეულმა მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ფარგლებში საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებისგან ქალაქის უბნების გასუფთავება დაიწყო. პირველი ლოკაცია ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერი იყო.
“აუცილებელია, ყველამ ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. რიგგარეშე არჩევნებიდან უკვე გავიდა 4 დღე და აუცილებელია, პლაკატებისგან მისი ყველა უბანი გავასუფთაოთ. მოვუწოდებ ოპონენტებს, გააკეთონ იგივე. ამასთან, უნდა ვიზრუნოთ საარჩევნო კულტურის განვითარებაზე. უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ პლაკატების განთავსება სპეციალურ დაფებზე მოვახდინოთ. ეტყობა, მისი რაოდენობა არ არის საკმარისი. ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას ვამბობ როგორც საკუთრივ ჩემზე, ისე – სხვებზეც იმიტომ, რომ ქალაქი ჩვენია და მისი გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის ვალია”, – აცხადებს 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი.