თინათინ ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი სამართალდამცველების დახმარებით დაატოვებინეს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი თინათინ ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან პირადობის არ ქონის გამო გააძევეს. ბოკუჩავას ხმის დათვლის პროცესზე დასწრება სურდა, თუმდა კომისიის წევრებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე უბანზე არ სეუშვეს და სამართალდამცველებმა გაიყვანეს. ოპოზიციის ლიდერი მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან დარეკვას ითხოვდა.
ბოკუჩავას თქმით,  მას პარლამენტარის საშვი აქვს, რომელიც ცესკომ გასცა და ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვს.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ირინე კარტოზია კი ამბობს, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები