“ქართული ოცნება” ენმ-ს ბრალდებაზე: სიცრუეა, თითქოს ანზორ ბოლქვაძე ვახტანგ ბერიძეს მხარს არ უჭერს

“ქართული ოცნების” რეგიონული კოორდინატორი გიორგი მანველიძე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატს, ვახტანგ ბერიძეს მხარს არ უჭერს, სიცრუეს უწოდებს. მანველიძის თქმით, ოპოზიცია ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
” “ნაციონალებმა” იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ცდილობენ, დისონანსი შეიტანონ ამომრჩევლებში. ამომრჩეველმა კი ზუსტად იცის, თუ ვის დაუჭიროს მხარი, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პირწმინდად აგებენ არჩევნებს. არავინ წამოეგება. მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც, ვახტანგ ბერიძეც და თითოეული ჩვენგანი ვართ ერთი გუნდის წევრები. ერთი დღეა არჩევნებამდე დარჩენილი. პარტია ,,ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების ვალდებულებაა, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, ამიტომ ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს“,- განაცხადა გიორგი მანველიძემ.
შეგახსენებთ, ხულოს მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ განაცხადა, რომ მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” საკუთარ თანაპარტიელს, მერობის მმართველი გუნდის კანდიდატს, ვახტანგ ბერიძეს შუალედურ არჩევნებში მხარს არ უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები