სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს.
მათი ინფორმაციით, სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის.
“რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას. ჩატარებული სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათვალიერა.
სათაფლიას აღკვეთილში მოეწყო სათამაშო მოედანი. მღვიმეში დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა. რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე იშლება ხედი. ასევე ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა.
სათაფლიის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ძეგლია, სადაც დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩენილი. 2018 წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი ესტუმრა”,-ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.