მამუკა ბახტაძე: საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით

„საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ოჯახური ფასეულობები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი; ეს იყო ასე, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.
„საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით, საქართველოში ოჯახსა და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა; ეს იყო ასე, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები