„თუ იქნება მეორე ტური, მეორე ტურიც გაიმართება ისე, როგორც ამ ხელისუფლების პირობებში არაერთხელ გამართულა, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევანის უფლება ხანდახან ემოციების პირობებში, მაგრამ ჩვენს ამომრჩეველს მივეცით“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოახლოებულ არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნის ალბათობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის თქმით, საარჩევნო პროცესებში ჩართული არ არის და პროგნოზის გაკეთება უჭირს.
„რაც შეეხება კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური – ვინაიდან არ ვარ საარჩევნო პროცესებში ჩართული და უშუალოდ შეხება არ მაქვს, პროგნოზის გაკეთებაც მიჭირს. როდესაც მქონია უშუალოდ ამომრჩეველთან შეხვედრა, სოფელში შევსულვარ, ქალაქის მაცხოვრებელებს შევხვედრილვარ აქტიურად, ერთხელ შევხვდი და ეს საკმარისი არ არის. პროგნოზი სწორად გამიკეთებია, ახლა ამ პროგნოზს ვერ ვაკეთებ. თუ იქნება მეორე ტური, მეორე ტურიც გაიმართება ისე, როგორც ამ ხელისუფლების პირობებში არაერთხელ გამართულა, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევანის უფლება ხანდახან ემოციების პირობებში, მაგრამ ჩვენს ამომრჩეველს მივეცით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.