სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერზე ექსპერტიზის შედეგს ელოდება

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის – გია დანელიას გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელია გია დანელიას ხმის ნიმუშის შედარება ორიგინალ ჩანაწერთან, რომელიც ხელთ აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“. შესაბამისად, პროკურატურამ ტელეკომპანიას ჩანაწერის დედანის მიწოდების თხოვნით უკვე მიმართა.

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი – გია დანელია, რომელიც, თითქოს, აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს.

გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები