ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დ.ღ. ცრუ ჩვენების მიცემისთვის დამნაშავედ ცნეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დ.ღ. ცრუ ჩვენების მიცემისთვის დამნაშავედ ცნეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას – ამას მოსამართლე 22 მაისს გამოაცხადებს.
აღნიშნული ბრალდება თავისუფლების 2-დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დღეს დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.
მან მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მოკლული დავით სარალიძის მამას, გამოძიებას კი ცრუ ჩვენება მისცა.
დ.ღ ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები