ყაზახი ინვესტორები ზუგდიდში ოთხი მსხვილი პროექტის განხორციელებას იწყებენ

   ყაზახი ინვესტორები ზუგდიდში ოთხი მსხვილი პროექტის განხორციელებას იწყებენ. ყაზახურ საინვესტიციო ჯგუფ “ასაი ჯორჯიასთან” მემორანდუმი ბიზნესფორუმის დაწყებამდე გაფორმდა.
საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტის ასკარ შაიახმედოვის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ზუგდიდში ბეტონის ქარხნის, საკონსერვო ფაბრიკის, სასტუმროსა და სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
“თქვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემოა. ჩვენ მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება”, – განაცხადა ასკარ შაიახმედოვმა.
ყაზახური საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტი პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბიზნესფორუმზე დღეს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები