ზაზა გაბუნია: ზუგდიდში წელს საცხოვრებელ ბინას ასობით დევნილი მიიღებს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობის პროცესი მოინახულა.
„ამ ქუჩაზე ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და, ჯამურად, 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები