“ბილაინის” მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფის – „ვიონი“ წევრის, “ბილაინის” მხარდაჭერით, მაისში „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის – Future Agro Challenge-ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს აგროპრენერებისა და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში გაიმართა და 48-საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარდგა.
Future Agro Challenge-ის ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა Qvevri XYZ, რომელიც ტრადიციულ ქართულ ქვევრს ბევრად დახვეწილი და თანამედროვე ტექნოლოგიით ამზადებს. გამარჯვებული წელს, 7-11 სექტემბერს გაემგზვრება საბერძნეთში, Future Agro Challenge-ის გლობალურ შეჯიბრზე – უმთავრეს საერთაშორისო აგროპრენერულ სამიტზე, სადაც შესაძლებლობა ექნება, რჩევები მიიღოს მსოფლიო დონის მენტორებისგან, შეხვდეს პოტენციურ ინვესტორებსა და კლიენტებს, მოსინჯოს ახალი საბაზრო შესაძლებლობები.
„პირველ სამ ადგილზე გასული ყველა გუნდი საინტერესო პროექტების ავტორებია, განსაკუთრებით – Qvevri XYZ, რომელიც ქვევრის, როგორც ტრადიციული და თანამედროვე ღვინის პროდუქტის წარმოებას მსოფლიოს მასშტაბით იწყებს“, – განაცხადა „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებლმა და Future Agro Challenge-ის თანაორგანიზატორმა, გური ქოიავამ.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები