თბილისში ახალი რესტორანი – “ვახშამი ცაში” გაიხსნა

კოჯორში, “ბიოლის” ცენტრში ტურისტული ატრაქცია – “ვახშამი ცაში” გაიხსნა. ის მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კონცეფციის – Dinner in the Sky-ს ანალოგია.

რესტორნის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.

ცნობისათვის, Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები