ივანე მაჩაბლის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 19 მაისამდე აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 მაისის 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. კერძოდ, გიორგი ლეონიძის და ივანე მაჩაბლის ქუჩების კვეთიდან ივანე მაჩაბლის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთამდე.

ავტომანქანები იმოძრავებენ გერონტი ქიქოძის და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების გავლით, სასურველი მიმართულებით,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები