გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს-ფორუმი „ანაკლია 2014“ გახსნა
ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ბიზნეს–ფურმი ,,ანაკლია 2014″ გახსნა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს–ფორუმზე განხილულ იქნება დღეისთვის არსებული აქტუალური და საინტერესო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და რეგიონში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.