გიორგი ქობულია: ჩემი სახლის გაქურდვამდე ბევრად ადრე მივიღე მინიშნება, რომ უნდა გადავმდგარიყავი

“ჩემი სახლის გაქურდვამდე ბევრად ადრე მივიღე მინიშნება, რომ უნდა გადავმდგარიყავი”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საკითხით დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა და ქობულიას მიმართა – მისი სახლის ქურდობა იყო თუ არა მინიშნება, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევდა.
ამასთან, გამოსვლისას ქობულიამ დაადასტურა, რომ „უცხო სხეულს“ უწოდებდნენ.
„დისკუსიებში რამდენჯერმე მართლა მიწოდეს – უცხო სხეული ხარ, შენო“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები