ქარელში 16 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო – გარდაცვლილი სარდაფში დედამ იპოვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში 16 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც ცნობილია, გოგონა სახლის სარდაფში თოკზე ჩამოკიდებული დედამ იპოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სუიციდის მიზეზი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარებს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები