“სახლში მომიცვივდნენ” – რას ამბობს ჯიხაშკარის მცხოვრები, რომელმაც “ნაციონალები” ოჯახში არ შეუშვა (ვიდეო)

ჯიხაშკარში ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის კარდაკარ საარჩევნო შეხვედრების დროს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, “კვირა” ამბის “მთავარ გმირს” –  მახო ზარანდიას გაესაუბრა. ზარანდია ამბობს, რომ მას არ სურდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ოჯახში მიღება, რადგან “ოცნების” მხარდამჭერია, სწორედ ამის გამო დაუპირსიპირდნენ მას.
“არ მინდოდა მაგათი მოსვლა ჩემს ოჯახში. შეგნებულად სახლში შევედი, რომ არ შემოსულიყვნენ, თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, მაინც დაიწყეს ეზოში შემოსვლა. იძულებული გავხდი, გამოსვულიყავი და ამეხსნა, რომ ეს არის ეროვნული ოჯახი და ჩვენ “ოცნების” მხარდამჭერები ვართ. ეს იუკადრისეს, კარებს ვკეტავდი და მაწვებოდნენ, ძალით უნდოდათ შემოსვლა. აქეთ მომიცვივდნენ სახლში”, – აცხადებს მახო ზარანდია.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მერობის ,,ქართული ოცნების” კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობისა და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით,  ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია ერთ-ერთ ოჯახს “მიუვარდა” , რომელსაც არ უნდოდა სანდრა რულოვსის მიღება. ჩიქოვანის განმარტებით, არ შეუშვეს იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ, დაპირისპირება მოჰყვა. კადრებში ჩანან კუდ-ის ყოფილი უფროსი – რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი – აკაკი მინაშვილიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები