საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – დავით სონღულაშვილი, ასევე, ჯგუფის წევრები – თამარ ხულორდავა და გიორგი კახიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდნენ.
ფრანგ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.
„ფრანგ კოლეგებს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გავაცანით. შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებზე საინტერესო მსჯელობები გავმართეთ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა და მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართა”, – განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.