დავით სერგეენკო ზუგდიდში სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ, გიორგი შენგელიასთან ერთად, სამედიცინო საზოგადეობასა და ამომრჩევლებს შეხვდა. სერგეენკომ ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ახლახან დასრულდა შეხვედრა ზუგდიდის სამედიცინო საზოგადოებასთან. ეს შეხვედრა მთლად წინასაარჩევნო არ ყოფილა. ჩემს კოლეგებთან სულ მაქვს შეხვედრები და დღესაც უფრო დომინანტი თემა იყო, რუხის კლინიკა, რომელზეც დღეს უკვე დაიწყო გადმობარების პროცესი. თუმცა, კიდევ ერთხელ გაესვა იმას ხაზი, რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობას, ერთნაირ ხედვას და რესურსების სინქრონიზაციას“, – განაცხადა სერგეენკომ.
აღნიშნულ შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია და საქართველოს პარლამენტის წევრი, აკაკი ზოიძე ესწრებოდნენ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები