გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან ზუგდიდში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს (ფოტო)

ამ წუთებში ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან აფხაზეთიდან დევნილები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სანდრა რულოვსის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს თბილისიდან ფოცხოეწერში დევნილთა ჩამოსახლება  შეახსენეს, გააპროტესტეს ის, რომ სანდრა რულოვსი არ ხვდება დევნილებს და არ იცნობს მათ პრობლემებს. ასევე, აქციის მონაწილეებმა პასუხი მოითხოვეს 9 წლის განმავლობაში მომხდარ უკანონობებსა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ვილა იყიდა.
აქციის მონაწილეებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში უპასუხეს. სანდრა რულოვსის შტაბში ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ სანდრა რულოვსი დევნილებს ხვდება, იყო ყველა კომპაქტურ დასახლებაში და იცის მათი პრობლემების შესახებ. თავად მერობის კანდიდატი ადგილზე არ იმყოფება.

“კვირა” ადგილზე მუშაობს და განახლებულ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები