ზაურ დარგალი: თამარისში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ზაურ დარგალი სოფელ თამარისის მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ადგილობრივებმა დარგალს სოფელში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა და საქალაქო ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება სთხოვეს.
დარგალის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, თამარისელებს ეს პრობლემები ეტაპობრივად მოუგვარდებათ.
“ამ სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ახლა შენდება სპორტული დარბაზი, მიმდინარეობს გზების მოწყობა. სხვადასხვა სახის პრობლემები უკვე მოგვარებულია თამარისში”, – განაცხადა დარგალმა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა, დეპუტატ თამაზ ნავერიანთან ერთად, დღეს შეხვედრები სიონისა და წერაქვის სოფლების მოსახლეობასთანაც გამართა.