„ნატოს რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ სექტემბერში საქართველოს მაპი უნდა მიენიჭოს“
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ვილნიუსში მიიღო რეზოლუცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩაიწერა, რომ სექტემბერში, უელსის სამიტზე საქართველოს მაპი უნდა მიენიჭოს – ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი წერს. მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, თედო ჯაფარიძის კითხვაზე პასუხისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, ფრთხილად, მაგრამ აშკარად მიანიშნა, რომ ის პირადად მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას.
“ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ვილნიუსში მიიღო რეზოლუცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩაიწერა, რომ სექტემბერში, უელსის სამიტზე საქართველოს მაპი უნდა მიენიჭოს. გარდა ამისა, თედო ჯაფარიძის კითხვაზე პასუხისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, რასმუსენმა ფრთხილად, მაგრამ აშკარად მიანიშნა, რომ ის პირადად მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.