გიორგი გოგლიჩიძე: ჩემი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდა იქნება

“ჩემი პრიორიტეტი იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდა”, – ამის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან საკუთარი გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. როგორც გოგლიჩიძემ განაცხადა, ზესტაფონში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქალაქში სკრინინგცენტრის გახსნაც იგეგმება.
„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენმა თანამოქალაქეებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ განაჩენი გამოუტანეს. ასევე გამოუტანენ მიმდინარე წელსაც და მომავალ წელსაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუ რას წარმოადგენდა ეს გუნდი. მე დარწმუნებული ვარ, 19 მაისს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გააკეთებს იმ არჩევანს, რასაც ჰქვია მეგობრულ გარემოში ურთიერთობა, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც იქნება პრიორიტეტი ჩემგან. გასაკეთებელი მართლაც ძალიან ბევრია. არის მზაობა ცენტრალური ხელისუფლებისაგან. ვიცით, რომ ქალაქის ცენტრის სრული რეაბილიტაცია ხდება  როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციისა, ისე საფარი იცვლება მთლიანად, გარე განათება, ტროტუარები, ივნის-ივლისის თვეში თოთოეული ჩვენს მოქალაქეს ყოველდღიურ რეჟიმში შეეძლება ნახოს, თუ როგორ ლამაზდება და მშვენდება ჩვენი მუნიციპალიტეტები.
ჩემი პრიორიტეტი იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდა. ასევე მინდა, ქალბატონებმა იცოდნენ, სკრინინგცენტრი არ არსებობს ზესტაფონში. მათ უწევთ თბილისსა და ქუთაისში წასვლა იმისათვის, რომ მათი დიაგნოზირება მოხდეს. მინდა, განვაცხადო, როცა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბარი. არის მზაობა და ზესტაფონს ექნება სკრინინგცენტრი.
ასევე მინდა, გამოვყო ქალთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მუშაობა. ძალიან აქტიურები არიან ჩვენი მუნიციპალიტეტის ქალბატონები და მათი ჩართულობით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები