გიორგი ყავლაშვილი ,,რუსთავი 2″-ის სარჩელზე: ჩვენ მზად ვართ, სარჩელი არბიტრაჟში განვიხილოთ, იქნება ეს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ

ჩვენ მზად ვართ,  ,,რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ სარჩელი არბიტრაჟში განვიხილოთ, იქნება ეს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ,,რუსთავი 2″-ის 9%-იანი წილის მფლობლის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა ტელეკომოანია ,,პირველის” თოქ-შოუში ,,რეაქცია” განაცხადა.

ყავლაშვილის თქმით, თუ დავა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება, ეს დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რომლის გადახდა ინიციატორ მხარეს მოუწევს.

„თუ ბატონი ნიკას განცხადება არ არის მხოლოდ ეთერისთვის გაჟღერებული იმისთვის, რომ საზოგადოებაში წარმოჩინდეს ისე, რომ თუ პარტნიორებს შორის დავაა გადავიტანოთ ის კერძო სექტორში და თუ ის მართლა გვთავაზობს ამას, ჩვენ მზად ვართ არბიტრაჟში განვიხილოთ ეს საკითხი, იქნება ეს საქართველოში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ერთადერთი, თუ იქნება ეს ლონდონში და იქნება დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, მაშინ მისი გადახდა მოუწევს ინიციატორ მხარეს და ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. მეტსაც გეტყვით, დღეს საუბარი კომპანიის პარტნიორების და დირექტორის მხრიდან იმაზე, რომ თუ მას მართლა რამე აინტერესებს, წავიდეთ არბიტრაჟში და იქ ვიდაოთ, რატომ მიდის ის სასამართლოში, ძალიან უხერხულია იმის ფონზე, როდესაც ერთ წერილზე არ აქვთ პასუხი გაცემული”, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

მისი თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ,,რუსთავი 2″-მა უპასუხოდ დატოვა მათი წერილები იმის თაობაზე, თუ სად წავიდა თანხა, რომელსაც ტელეკომპანია ბიუჯეტში არ იხდიდა.

„ეხლაც, სარჩელის შეტანის წინ, კიდევ ერთხელ მივწერეთ, დამატებით ვთხოვეთ ინფორმაციაში გარკვევა, სად წავიდა ეს თანხები, რომელსაც არ იხდით ბიუჯეტში, რატომ წერია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში ასე, არაფერი გვიპასუხეს. ამ ფონზე, ადამიანს, რომელიც იყო მათი გუნდელი, გარდაიცვალა, იმის ქვრივთან ასეთი უკომუნიკაციობის და დამოკიდებულების ფონზე, ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა, იყო სასამართლო და მივმართეთ მას” – განაცხადა ყავლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები