თამარ მახარობლიძე: “გირგვლიანის საქმის” პერსონიფიცირება მოხდა მხოლოდ ლევან მურუსიძესა და ერთ ინსტანციაზე, რაც არასწორია

“თამამად შემიძლია გითხრათ, რომ “გირგვლიანის საქმესთან” დაკავშირებით სამართლებრივად ლევან მურუსიძეს ვერაფერში შევედავებით”, – ამის შესახებ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძემ განაცხადა.
შეხვედრის ,,სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“.ფარგლებში მოსამართლეები და იურისტები სასამართლოს საქმიანობის შეფასების სტანდარტებს განიხილავდნენ.
“მრგვალი მაგიდის” ფარგლებში განხილული იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია. როგორც ცნობილია, ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოში იყო ამ საქმის განმხილველი მოსამართლე. “მრგვალი მაგიდის ფორმატში” მოხდა ყველა იმ სადავო საკითხის მიმართ სამართლებრივი მსჯელობა, რომელიც ამ საქმეში არსებობს, რის საფუძველზეც თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სამართლებრივად ლევან მურუსიძეს ვერაფერში შევედავებით”, -განაცხადა თამარ მახარობლიძემ.
ამასთან, როგორც მახარობლიძემ აღნიშნა, “გირგვლიანის საქმის” პერსონიფიცირება მოხდა მხოლოდ ლევან მურუსიძესა და ერთ ინსტანციაზე, რაც, მისი თქმით, არასწორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები