რობერტ სტურუა – „ნაციონალებზე“, ძროხებზე და ბათუმზე

„ნაციონალური საქონელი“ – ამ სათაურით რეჟისორი რობერტ სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს გზებზე უპატრონოდ მოხეტიალე ძროხებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებს. მისი თქმით, „როგორც ძროხები უქმნიან დიდ საშიშროებას ნორმალურ ხალხს, ასევე „ ნაცისტებიც“ უშლიან ხელს ისედაც რთულ გზაზე მყოფ საქართველოს!“
„კვირა“ რობერტ სტურუას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს გზებზე ყველაზე საშიში რამ – უპატრონოდ მიშვებული ძროხები გახლავთ. ერთხელ ძროხის გამო მოვხვდი ავარიაში – ძლივს გადავრჩით! დღეს ბათუმში ჩავედი (ანდრო ენუქიძის “მაკბეტი” უნდა ვნახო) და გზებზე იგივე სურათი დაგვხვდა: ძროხები უქმნიან დიდ საშიშროებას ნორმალურ ხალხს. და გავიფიქრე – ნაცისტებიც ასევე უშლიან ისედაც რთულ გზაზე მყოფ საქართველოს! ნ ა ც ი ო ნ ა ლ უ რ ი ძ რ ო ხ ე ბ ი.
P.S. კაცმა რომ თქვას, რას ვერჩი კეთილშობილ ძროხას (ინდოეთში წმინდა ცხოველადაც კი მიიჩნევენ). ვცვლი დასახელებას: ნ ა ც ი ო ნ ა ლ უ რ ი ს ა ქ ო ნ ე ლ ი!“ – წერს რობერტ სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები