შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,ქუთაისობასთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, მიმდინარე წლის 1 მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელების, პუშკინის და წმინდა ნინოს ქუჩებზე (3 სკოლის მიმართულებით).
2 მაისის 09:00 საათიდან, ასევე, მოძრაობა დაიკეტება ცენტრალურ მოედანზე და მასთან მისასვლელ ქუჩებზე, კერძოდ: წერეთლის, თამარ მეფის, გელათის და ფალიაშვილის ქუჩებზე.
2 მაისს 03:00 საათიდან 19 საათამდე გადაიკეტება ირ.აბაშიძის გამზირი, 9 აპრილის და შარტავას ქუჩების კვეთიდან.
ყველა ჩამოთვლილ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება,”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.