უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრებმა პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, საბჭოს მუდმივმა წევრებმა პირველ სხდომაზე პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ სხდომაზე პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანოს სტრუქტურის შესახებ ისაუბრა. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მანდატით.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განახორციელებს პრემიერმინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები – შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური მონაწილეობდნენ. სხდომას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები