რას ფიქრობს სანდრა რულოვსი თბილისში დაგეგმილ ლგბტ პრაიდის კვირეულზე 

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, მისთვის ლგბტ პრაიდის კვირეული საინტერესო საკითხი არ არის, რადგანაც ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ახლა საარჩევნო კამპანიით არის დაკავებული და მსგავსი საკითხები ნაკლებად პრიორიტეტულია.
„ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები არის პირველ რიგში, მაგრამ უნდა ჩატარდეს თუ არა თბილისში ეს ღონისძიება, ზუგდიდის წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ არის პრიორიტეტული საკითხი. არ არის დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა უნდა ჩატარდეს თბილისში, ახლა მე ამ საკითხით არ დავკავდები, რადგანაც მე არ ვარ სახელმწიფოში (ხელისუფლებაში), ჩემთვის არ არის საინტერესო თემა ეს დღეს“, – განაცხადა რულოვსმა.

ცნობისთვის,  18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეულის გამართვა იგეგმება. ღონისძიების ინიციატორი ორგანიზაცია “თბილისი პრაიდია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები