ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის კანდიდატი – გიორგი შენგელია ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც სოფელ რუხსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ და მიმდინარე გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
,, ჩემი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობის სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება იქნება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით უნდა შევძლოთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი პრობლემების მოგვარება.
ასევე, საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნისთვის სამეგრელოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.