დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე – “აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი“

“აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი მონაკვეთის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე.
მისივე თქმით, პროცესი კომისიებში ცვლილებების გამო იყო შეფერხებული.
ზალკალიანი იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით მოგვარდება.
“როგორც კი შევიტყვეთ ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგა მინისტრთან, შსს-ს ჰქონდა საუბარი კოლეგებთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები