„გიორგი მჭედლიძე საოკუპაციო ხაზთან ქართულ-ოსური მეგობრობის ხეივანს აშენებს!“

0

“საოკუპაციო ხაზთან სოფელ ნიქოზის მკვიდრი, გიორგი მჭედლიძე საკუთარი ბაღის გასწვრივ ქართულ-ოსური მეგობრობის ხეივანს აშენებს!”, – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც მინისტრი განმარტავს, გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფარგლებში ნუშის სანერგე ბაღი გააშენა და ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავს დასაქმებული.
ქეთევან ციხელაშვილი დარწმუნებულია, რომ საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართები დაიშლება.
„ამ კაცმა, გიორგი მჭედლიძემ, სოფელ ნიქოზში, ზუსტად საოკუპაციო ხაზთან, თავისი მონდომებითა და შრომით, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით, გააშენა ნუშის სანერგე მეურნეობა და ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
თანდათან ფართოვდება, მეტ ხალხს ასაქმებს და უკვე 30 ჰექტარს ამუშავებს.
ბაღის ბოლოს, ამ საოკუპაციო ღობის გასწვრივ, ქართულ-ოსური მეგობრობის ხეივანს აშენებს!
ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მავთულხლართები დაიშლება!!!
ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენს მოსახლეობის მხარდაჭერას გამყოფი ხაზების გასწვრივ ამ მავთულხლართებთან გასამკლავებლად!! მეტი განვითარებით, შრომით, კეთილდღეობით“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი