მამუკა მდინარაძე: თუ ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება

0

„თუკი ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში მხოლოდ 7 მოსამართლე იქნება, საქმე კი, დაახლოებით, 5-6 ათასია, რომელთა განხილვასაც მოქალაქეები ელოდებიან.
„რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მოსამართლეების განწესება საჭირო რაოდენობამდე მაინც, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეები განხილვა არ დამუხრუჭდეს და ადგილი აქ ჰქონდეს კოლაფსს. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კოლაფსი არ დავუშვათ“ , – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები უპრეცედენტოა და უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების სრულად გამჭირვალე პროცედურებით არჩევას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი